NDI-ის კვლევა

NDI: გამოკითხულთა 51% ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად ენმ-ს მიიჩნევს

NDI-ის უახლესი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 51% ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მიიჩნევს.

5%-ის აზრით, ყველაზე ძლიერი ოპოზიციური ძალა ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციაა, 4% ასეთ ძალად საქართველოს პატრიოტთა ალიანსს მიიჩნევს, ხოლო 3% - კოალიცია ქართულ ოცნებას.

გამოკითხულთა 23%-ის აზრით, საქართველოში ძლიერი ოპოზიციური პარტია არ არის.

NDI-ის აგვისტოს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 82% მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანაში ძლიერი ოპოზიციური პარტია არსებობდეს.

კომენტარები