NDI-ის კვლევა

NDI: 68%-მა არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოკითხულთა 68%-მა არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში. აღნიშნულ კითხვაზე, კვლევაში მონაწილეთა 31%-მა გასცა სწორი პასუხი, 13%-მა არასწორი, ხოლო 55%-მა განაცხადა, რომ არ იცის.

აპრილში მათი რაოდენობა, ვინც კითხვაზე, "ვინ არის თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში?", სწორი პასუხი გასცა, 45%-ს შეადგენდა. ამასთან, 5%-ით ნაკლები იყო მათი რაოდენობა, ვინც კითხვას არასწორად უპასუხა. ასევე, 9%-ით ნაკლები იყო იმ გამოკითხულთა რაოდენობა, ვინც უპასუხა, რომ არ იცის.

აღსანიშნავია, რომ 2012 წლის თებერვალში მხოლოდ 25%-მა იცოდა მისი მაჟორიტარი დეპუტატის ვინაობა, 8%-მა არასწორი პასუხი გასცა, ხოლო 67%-მა უპასუხა, რომ არ იცის.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საველე სამუშაოები 2014 წლის 23 ივლისი-7 აგვისტოს პერიოდში ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულია 3338 ადამიანი. საშუალო ცდომილების ზღვარია +-2.9%.

კომენტარები