ევრობასკეტი 2015

საქართველოს ნაკრები 2015 წელს კალათბურთის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს

http://www.gbf.ge/

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპის ბოლო თამაშში პორტუგალია 71-59 დაამარცხა, ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა და ევროპის 2015 წლის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.

ეროვნული ნაკრების რიგებში საუკეთესოები ზაზა ფაჩულია და ვიქტორ სანიკიძე იყვნენ. ფაჩულიამ 15 ქულა ჩააგდო, 10-ჯერ მოხსნა ბურთი და სამმაგ დუბლამდე მხოლოდ ერთი პასი(9 შედეგიანი გადაცემა) დააკლდა.  გუნდის კაპიტანმა სამი ჩაჭრა და ერთი ბლოკიც მიითვალა. სანიკიძემ კი გუნდს ყველაზე მეტი, 20 ქულა მოუტანა. 

საქართველოს ჯგუფში მეორე თამაში უნგრეთსა და ჩეხეთს შორის მასპინძლების გამარჯვებით 83-68 დასრულდა. საქართველოს, უნგრეთსა და ჩეხეთს 4 მოგება და 2 წაგება დაუგროვდათ, თუმცა ურთიერთშეხვედრებში ბურთების უკეთესი შეფარდების გამო საქართველო პირველზე, ჩეხეთი კი მეორე ადგილზე გავიდა.  

კომენტარები