კაზანტიპი 2014

მარშუნოკი: კაზანტიპი საქართველოში მომავალ წელსაც გაიმართება

ნიკიტა მარშუნოკი / fb.com/nikita.marshunok

კაზანტიპი საქართველოში მომავალ წელსაც გაიმართება - ამის შესახებ ინფორმაციას "კაზანტიპის რესპუბლიკის" პრეზიდენტზე დაყრდნობით, "რესპუბლიკის" პრესსამსახურის უფროსი ნინო სტურუა ავრცელებს.

ნინო სტურუამ კაზანტიპის პრეზიდენტის ნიკიტა მარშუნოკის წერილი გამოაქვეყნა.

"კაზანტიპი საქართველოში მომავალ წელსაც გაგრძელდება, თუ იქნება ამის ნება და მიწას არენდით გადმოგვცემენ! რადგან მიუხედავად ყველაფრისა, მე წლევანდელი პროექტით კმაყოფილი ვარ. ჯერ ერთი, ძალიან შეგვიყვარდა საქართველო და ქართველები, ყველა ჩამოსული სტუმარი აღნიშნავს, რომ ასეთი გარემო არცერთი კაზანტიპის დროს არ დახვედრიათ და, რაც ყველაზე მთავარია!.. თავად ქართველებმა დაინახეს პირადად, რომ ყველა ბრალდება, რაც ჩვენი მისამართით გაისმოდა, მხოლოდ ცილისწამებაა და მეტი არაფერი", - წერს მარშუნოკი.

კაზანტიპის ფესტივალი საქართველოში, ანაკლიაში პირველად ტარდება. ის 20 აგვისტოს დაიწყო და 30-ში დასრულდება.

კომენტარები