ომი უკრაინაში

პოროშენკო უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას იწვევს

www.telegraph.co.uk

უკრაინის პრეზიდენტი რუსული ძალების ქვეყანაში შემოჭრასთან დაკავშირებით ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას იწვევს. როგორც პრეზიდენტმა საგანგებო ვიდეომიმართვაში განაცხადა, საგანგებო სხდომაზე განიხილება სიტუაციის გამწვავება დონეცკის ოლქში „რუსეთის ჯარების ფაქტობრივ შემოსვლასთან დაკავშირებით“.

პოროშენკოს თქმით, მან თურქეთში სამუშაო ვიზიტი გააუქმა, რადგან „პრეზიდენტის ადგილი დღეს კიევშია“.

პეტრო პოროშენკომ აღნიშნა, რომ უკრაინა გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფოდ მოწვევას ითხოვს, რათა „მსოფლიომ უკრაინაში სიტუაციის მკვეთრად გამწვავება შეაფასოს“, ასევე, მიმართავს ევროკავშირს ევროპული საბჭოს სასწრაფოდ მოწვევის თხოვნით.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, კიევის ცნობით, ქვეყანაში დიდი რაოდენობით რუსული რეგულარული სამხედრო ნაწილები შევიდა. გასულ ღამეს, მედიის ცნობით, რუსულმა ძალებმა და პრორუსმა მებრძოლებმა უკრაინის ზღვისპირა ქალაქი ნოვოაზოვსკი დაიკავეს. უკრაინული ძალების დიდი ნაწილი დონეცკის ოლქში ალყაში მოექცა.

კომენტარები