მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში 2014

ჭრიკიშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა

ჩელიაბინსკში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, ქართველმა ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა და ფინალში გააღწია.

81 კგ წონითი კატეგორიის ნახევარფინალში, ჭრიკიშვილის მეტოქე ფრანგი ალენ შმიტი იყო. ქართველი ძიუდოისტისთვის შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და მისი ბედი სულ ბოლო წამებზე გადაწყდა.

მსაჯებმა ფრანგს იუკო მიაკუთვნეს, რისი სამართლიანობაც მოგვიანებით გამეორებითი ჩვენებისას ეჭვქვეშ დადგა. ამის მიუხედავად, ჭრიკიშვილი შმიტს აქტიურად ეჭიდავებოდა და რამდენჯერმე ტატამს გარეთ გაიყვანა, რამაც მსაჯები აიძულა ფრანგისთვის გაფრთხილება მიეცათ. ოთხი გაფრთხილების შემდეგ, გამარჯვებული ავტომატურად ქართველი ძიუდოისტი გახდა.

ფინალში ჭრიკიშვილის მეტოქე, კანადელი ანტუან ვალუა-ფორტიე იქნება.

კომენტარები