მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში 2014

ჩელიაბინსკში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ჭრიკიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა

დიმა ჩიკვაიძე

რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, ქართველმა ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა 81 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში კანადელი ანტუან ვალუა ფორტიე დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ქართველმა შეხვედრა აქტიურად დაიწყო და მალევე გდება განახორციელა, რომელიც მსაჯებმა ვაზარით შეაფასეს. დარჩენილ დროში ფალუა ფორტიემ ჭრიკიშვილთან ვერაფერი გააწყო, მხოლოდ გაფრთხილებას დასჯერდა და საბოლოოდ ბრძოლა ქართველის გამარჯვებით დასრულდა.

რაც შეეხება რუს ნიფონტოვს, ის მხოლოდ ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი ჭრიკიშვილი, ორგზის ევროპის ჩემპიონია. ძიუდოისტი გასულ მსოფლიოს პირველობაზე ფინალში დამარცხდა, ახლა კი პირველად მოიპოვა ოქრო.

2007 წელს ირაკლი ცირეკიძის ოქროს მედალი, აქამდე, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქართველთათვის ერთადერთი იყო.

ავთანდილ ჭრიკიშვილი 2014 წელს (მათ შორის, ტაბულას ვერსიით) საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.

კომენტარები