შსს

შსს-მ გალაკტიონის ხიდის მოაჯირის შეღებვისთვის თავისუფალი ზონის წევრები დააკავა

ფარნაოზ ჭკადუა

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშროლებმა გალაკტიონის ხიდის მოაჯირის შეღებვისთვის ხუთი ახალგაზრდა დააკავეს. შსს-ს განცხადებით, ხიდის მოაჯირის შეღებვა ქალაქის იერსახის დამახინჯებაა და კანონით აკრძალულია. ცნობისთვის, თავისუფალი ზონის წევრები ხიდის მოაჯირს უკრაინის ფერებში ღებავდნენ.

ხუთი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის (სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი) და 173-ე მუხლის (სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მიხედვით დააკავეს.

"სამართალდამცველებმა ახალგაზრდებს მოუწოდეს, შეეწყვიტათ კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რასაც ისინი არ დაემორჩილნენ. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხუთივე პირი დააკავეს" - აცხადებს შსს.

კომენტარები