ომი უკრაინაში

პსაკი: ეს შეჭრა მოწმობს, რომ რუსეთიდან მართული კონტრშეტევა მიმდინარეობს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინაში რუსული ძალების შეჭრას ადასტურებს და შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

"გაჩნდა ცნობები რუსული ტანკების, ზალპური ცეცხლის სისტემების და სხვა ტექნიკის ახალი კოლონების შესახებ. მივიღეთ ცნობები ახალი ბრძოლების შესახებ. ეს შეჭრა მოწმობს, რომ რუსეთიდან მართული კონტრშეტევა მიმდინარეობს. ეს ჩვენს ღრმა შეშფოთებას იწვევს. ჩვენ ასევე გვაშფოთებს, რომ რუსეთის მთავრობას სიმართლის აღიარება არ სურს მაშინაც კი, როდესაც  მისი ჯარისკაცები უკრაინის ტერიტორიაზე 30 მილის სიღრმეში იმყოფებიან" - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმოდგენელმა ჯენ პსაკმა.

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების რეგულარული ნაწილები შეიჭრნენ. კიევი დახმარებისთვის საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს. უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, პეტრო პოროშენკომ თურქეთში ვიზიტი გააუქმა.

კომენტარები