ომი უკრაინაში

მერკელმა პუტინს უკრაინაში რუსული ძალების ყოფნაზე განმარტება მოსთხოვა

ანგელა მერკელი
JOHANNES EISELE / AFP

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსეთ პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას ვლადიმირ პუტინს მიმდინარე მოვლენებზე განმარტება მოსთხოვა უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ძალების ყოფნასთან დაკავშირებით. მერკელის პრესმდივნის ინფორმაციით, კანცლერმა განაცხადა, რომ რუსეთს კონფლიქტის დეესკალაციაზე მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება.

თუმცა, მოსკოვი უკრაინის ტერიტორიაზე საკუთარი ჯარების ყოფნას უარყოფს. ეუთოში რუსეთის  წარმომადგენელი აცხადებს, რომ უკრაინაში არც რუსი სამხეწდროები და არც ტექნიკა იმყოფება.

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების რეგულარული ნაწილები შეიჭრნენ. კიევი დახმარებისთვის საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს. უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, პეტრო პოროშენკომ თურქეთში ვიზიტი გააუქმა.

კომენტარები