უკრაინის კრიზისი

მერკელი: განსახილველია რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესების საკითხი

Getty Images

ევროპელი ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას განიხილავენ, - თქვა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ხუთშაბათს, 28 აგვისტოს. 

მერკელმა კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ თქვა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიაზე შემოვიდნენ და ნოვოაზოვსკი და რუსეთის საზღვართან ახლოს მდებარე სოფლები აიღეს. 

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების ყოფნის შესახებ ანგარიშები ქვეყნდება, რაც გვიბიძგებს იმისკენ, რომ განვიხილოთ რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესების საკითხი, - ამბობს მერკელი. 

Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში შაბათს, 30 აგვისტოს შეხვდებიან ერთმანეთს, რათა განიხილონ უკრაინაში სიტუაციის ესკალაცია. ბრიუსელში ამ დღეს პეტრო პოროშენკოც იქნება. 

მერკელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად ევროპელი ლიდერები დიპლომატიურ გადაწყვეტას ეძებენ. 

კომენტარები