ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფო

ISIS-ის მებრძოლებმა სირიელი ტყვეები სიკვდილით დასაჯეს

BBC.COM

ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა, სხვადასხვა მონაცემებით, 160-დან 300-მდე სირიელი ჯარისკაცი სიკვდილით დასაჯეს. ტყვეები ისლამისტებმა სირიის ჩრდილოეთით სამხედრო აეროპორტის აღების შემდეგ ჩაიგდეს ხელში. ტერორისტებმა ანგარიშსწორების ამსახველი ვიდეო გაავრცელეს.

გარდა ამისა, ისლამისტებმა ტყვე ქურთ მებრძოლს მოსულის მეჩეთის წინ თავი მოკვეთეს და ამის ამსახველი ვიდეოჩანაწერიც გაავრცელეს.

რამდენიმე დღის წინ ტერორისტების მსხვერპლი ამერიკელი რეპორტიორი გახდა. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებს სირიისა და ერაყის ტერიტორიის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, სადაც ისლამური ხალიფატი გამოაცხადეს. 

კომენტარები