განათლება

უმაღლესი საშუალო საკონკურსო ქულები თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებს აქვთ

ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, საშუალო საკონკურსო ქულის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თავისუფალ უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტებს აქვთ. მეორე ადგილზე დავით ტვილდიანის სახელობის სამდიცინო სასწავლებელია. მესამე და მეოთხე ადგილს სამედიცინო უნივერსიტეტი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ინაწილებენ. მეხუთე ადგილზე აგრარული უნივერსიტეტია.

საშუალო საკონკურსო ქულების მიხედვით, ყველაზე პოპულარული მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სკოლაა, მეორე ადგილს ფიზიკის, მესამეს კი ბიზნესის სკოლა იკავებენ.

მაღალი საკონკურსო ქულების მქონე სტუდენტების არჩევანის ათეულში შედიან GIPA, კავკასიის უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. 

კომენტარები