კრიმინალი

საგარეჯოში სანადირო თოფით 38 წლის მამაკაცი მოკლეს

REUTERS

საგარეჯოს მაცხოვრებელმა ურთიერთშელაპარაკებისას, 1976 წელს დაბადებული მალხაზ ბ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გულის არეში დაჭრა. მიყენებული ჭრილობის შედეგად დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან 20 წუთში, საგარეჯოშივე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

კომენტარები