სასმელი წყალი

კაზრეთში სასმელი წყალში პესტიციდების შემცველობამ დაშვებულ ნორმას გადააჭარბა

ერიკ თაიერი / REUTERS

სურსათის ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიული კვლევის შედეგებით დადგინდა, რომ კაზრეთში სასმელი წყალში პესტიციდების საერთო შემცველობამ დაშვებულ ნორმალს გადააჭარბა. 

ამდენად, წყალი ამგვარი ქიმიური შემადგენლობით არ არის უვნებელი და წარმოადგენს პოტენციურ საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისათვის - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ განცხადებაში. 

სურსათის ეროვნული სააგენტო ურჩევს დაბა კაზრეთის N157 კორპუსსა და I მიკრორაიონის N97/3 კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას, არ გამოიყენოს წყალი სასმელად და სურსათის მოსამზადებლად წყლის მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე.

კომენტარები