უკრაინის კრიზისი

რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავი პოლონეთმა საჰაერო სივრცეში არ დაუშვა

Tu-154
ალექსანდერ მიშინი

Reuters-ის ინფორმაციით პოლონეთმა რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს თვითმფრინავს საკუთარი საჰაერო სივრცით სარგებლობის უფლება არ მისცა. ამის შესახებ სააგენტოს სლოვაკეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ აცნობა. შოიგუ პოლონეთის გავლით სლოვაკეთიდან რუსეთში უნდა დაბრუნებულიყო. 

შოიგუს საკუთარი თვითმფრინავის ბორტზე მოუწია ცდა, მანამ სანამ მისი გამგზავრების დეტალები გაირკვეოდა. 

Reuters-ის ინფორმაციით პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მათ ამ ინციდენტის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა კი კომენტარისგან თავი შეიკავა. 

რუსული საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti-ის კორესპონდენტი ამავე თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა და მისი ინფორმაციით პილოტმა პოლონეთის მხრიდან მიიღო გზავნილი, რომ თვითმფრინავს საჰაერო სივრცეში არ დაუშვებდნენ.  

კომენტარები