კრიმინალი

თბილისში დიჯეი და რეჟისორი დაჩი დარჩია მოკლეს

metro.us

გუშინ, პარასკევს ღამით თბილისში დიჯეი და რეჟისორი დაჩი დარჩია მოკლეს.

შს სამინისტროს ცნობით დანაშაული გახსნილია. 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მიხეილ გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, 30 აგვისტოს, ღამით, ავლაბრის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკებისას მიხეილ გ-მ. დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1979 წელს დაბადებულ დაჩი დარჩიას, რომელიც ინგოროყვას სახელობის კლინიკაში მიყვანის შემდეგ რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

შს სამინისტროს წარმომადგენლებმა დამნაშავე ადგილზე დააკავეს. ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

კომენტარები