სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი

სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი შეფერხებით მუშაობს

0 კომენტარი
ფოტო: 3.bp.blogspot.com/

სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი შეფერხებით მუშაობს. ღამით, დაახლოებით სამსაათნახევარის განმავლობაში ელექტროენერგია გამოირთო. არ ჩაირთო UPS-ები, ვერც ელექტროგენერატორების ჩართვა ვერ მოხერხდა და საზღვარზე მიმოსვლა შეწყდა.

ახლაც როგორც საქართველოს, ასევე თურქეთის მხრიდან ავტომანქანებისა და მოქალაქეების მიერ საზღვრის გადაკვეთა შეფერხებულია. ამის გამო ათასობით მოქალაქეს კონტროლის გასავლელად 4-5 საათი რიგში დგომა უწევს. რაც შეეხება ავტომანქანებს, ავტოკოლონის რიგი 3-4 კილომეტრს აღწევს.

შემოსავლების სამსახურის უფროსი ირაკლი გვარამაძის თქმით სარფის საბაჟოზე რიგები ზაფხულის სეზონის ბრალია და აცხადებს, რომ საბაჟოს არანაირი პრობლემა არ აქვს.

"ეს რიგები უკავშირდება ზაფხულის სეზონს, რადგან ამ პერიოდში 40%-ით მეტი ადამიანი შემოდის. ეს დროებითი პრობლემაა და დაახლოებით 10 დღეში ხალხის მასა იკლებს" - განაცხადა ირაკლი გვარამაძემ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები