ევროკავშირი

ევროპულ საბჭოს დონალდ ტუსკი უხელმძღვანელებს, ეშტონს მოგერინი შეცვლის

wiwo.de

ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტად პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი აირჩიეს. იგი ამ პოსტზე ჰერმან ვან რომპუის შეცვლის.

საგარეო და უსაფრთხოების საკითებში ევროკავშირის წარმომადგენლის პოსტზე კეტრინ ეშტონს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფედერიკა მოგერინი შეცვლის.

ტუსკი და მოგერინი ახალ თანამდებობებზე მუშაობას წლის ბოლომდე შეუდგებიან.

აღსანიშნავია, რომ, როგორც euobserver-ი იუწყებოდა, მოგერინის კანდიდატურას მისი "პრორუსულობის" გამო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ეწინააღმდეგებოდნენ.

კომენტარები