პოლიცია

ტაბულას ინფორმაციით, მესტიის პოლიციის უფროსმა ორი პოლიციელი ცემა

Reuters

მესტიის პოლიციის უფროსმა სამარღანიშვილმა და მისმა მოადგილემ ორი პოლიციელი ცემეს  - ამის შესახებ ტაბულას წყარომ აცნობა. წყაროს ინფორმაციით, ნაცემი პოლიციელები ყორშია და ჭანტურია ჯერ მესტიის პოლიციის განყოფილებაში იყვნენ გამოკეტილები, ამ დროისთვის  კი ისინი სხეულის დაზიანებებით მესტიის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ტაბულა შსს-ს პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ამის შესახებ არაფერი იციან და კომენტარს სიტუაციაში გარკვევის შემდეგ გააკეთებენ. 

კომენტარები