საერთაშორისო ლიდერობის ფორუმი

პრემიერი: პრეზიდენტი აღარ არის ყოვლისშემძლე პირი

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო ლიდერობის ფორუმზე ქვეყნის პრიორიტეტებზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.

"მიუხედავად იმისა, რომ ქაღალდზე ჩვენი კონსტიტუცია კარგად გამოიყურებოდა, პრაქტიკაში არ ხორციელდებოდა ცენტრალური ხელისუფლების საქმიანობის არავითარი რეალური კონტროლი.

დღეს საქართველოს პარლამენტი არის ჭეშმარიტი კანონმდებელი. შეტანილია, განიხილება და მტკიცდება საკანონმდებლო ინიციატივები. კომიტეტებში ტარდება მოსმენები და მინისტრებთან შეხვედრები მათი საქმიანობის მკაცრი განხილვის თანხლებით. ძველი, ნოტარიალური ტიპის საქმიანობა პარლამენტში ისტორიას ჩაბარდა.

პრეზიდენტი აღარ არის უმაღლესი აღმასრულებელი ძალაუფლების მატარებელი ყოვლისშემძლე პირი. ძალაუფლების გადანაწილება აუცილებელი იყო საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების სრულყოფილი განვითარებისათვის", - განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები