სამომხმარებლო ბაზარი

კავკასიაში ყველაზე აქტიურად პორნოგრაფიულ საიტებს საქართველოში უყურებენ

Tbfotos.nl | Pinterest.com

Alexa.com-ის ყოველდღიურად განახლებადი ინტერნეტსტატისტიკის მიხედვით, კავკასიის რეგიონში ყველაზე აქტიურად პორნოგრაფიულ საიტებს ქართველი ინტერნეტმომხმარებლები უყურებენ.

პირველი სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში 23-ე ყველაზე ყურებადი საიტი არის უმსხვილესი პორნოგრაფიული საიტი Xvideos.com, ხოლო 25-ე ადგილზე ასევე პორნოგრაფიული საიტი Xnxx.com იმყოფება. ამ მაჩვენებლით საქართველო არა მარტო კავკასიის სხვა ქვეყნებს, არამედ მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობასაც ასწრებს.

კავკასიის სხვა ქვეყნებში ამგვარი საიტების რეიტინგი შედარებით დაბალია; მაგალითად, სომხეთში Xvideos.com 69-ე ადგილზეა, ხოლო აზერბაიჯანში Xnxx.com - 63 ადგილზე. 

მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან პორნოგრაფიული საიტების ყურებით გამოირჩევიან იაპონია, სადაც Xvideos.com მე-17 ადგილზეა და ალჟირი, სადაც Xnxx.com მე-9 ადგილზეა. 

კომენტარები