უკრაინის კრიზისი

დასავლელ ლიდერებს ვლადივოსტოკის აეროპორტის დუტი ფრიში არ მოემსახურებიან

დაფა ვლადივოსტოკის დუტი ფრიში
მაიკლ იდოვი / Instagram

დუტი ფრის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ამ ადამიანებს ჩვენთან არ ემსახურებიან - ნათქვამია ვლადივოსტოკის აეროპორტის დუტი ფრის ტერიტორიაზე ჩამოკიდებულ აბრაზე. 

არასასურველ სტუმართა სიაში არიან:

  • ინგლისის პრემიერმინისტრი დევიდ კამერონი 
  • ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა
  • გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი
  • კანადის პრემიერმინისტრი სტივენ ჰარპერი
  • საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი 
  • ავსტრალიის პრემიერმინისტრი ტონი ებოტი
  • იაპონიის პრემიერმინისტრი შინზო აბე 

გარდა დასავლელი ლიდერებისა, დუტი ფრი არ მოემსახურება გავლენიან უკრაინელ პოლიტიკოსებსაც, მათ შორის არიან პეტრო პოროშენკო, არსენი იაცენიუკი და ვიტალი კლიჩკო. 

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი რუსეთს ერთ კვირას აძლევს, რათა უკრაინაში კურსი შეცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალი სანქციებით ემუქრება.

კომენტარები