უკრაინის კრიზისი

ჩინეთი რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების წინააღმდეგია

REUTERS

ჩინეთი რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების წინააღმდეგია - ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს. 

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა, ჩინ გენგმა ბრიფინგზე განცხადება გააკეთა, სადაც ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სანქციები უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან გამოსავალი არ არის. პირველ რიგში უნდა გადაიჭრას ძირეული პოლიტიკური პრობლემები - ითქვა ბრიფინგზე. 

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ ისინი მხარს უჭერენ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. 

შეგახსენებთ, რომ ჩინეთი გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია, რამაც მას საშუალება მისცა გამოეყენებინა ვეტოს უფლება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე.

კომენტარები