უელსის სამიტი

რასმუსენი: განვიხილავთ NATO-ს სამხედრო-საწვრთნელი ცენტრის შექმნას საქართველოში

NATO-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, შესაძლოა, საქართველოში ალიანსის სამხედრო-საწვრთნელი ცენტრი შეიქმნას. ამის შესახებ მან ბრიუსელში, უელსის სამიტამდე გამართულ ბოლო პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"ჩვენ შევქმნით საქართველოში თავდაცვითი შესაძლებლობებისთვის სპეციალურ მისიას, რომელიც კონკრეტულად ფოკუსირებული იქნება თავდაცვის სამინისტროზე და დაეხმარება თავდაცვითი და უსაფრთხოების სექტორის რეფორმირებასა და მოდერნიზაციაში. მივმართავთ ძალისხმევას, რომ გავაუმჯობესოთ საქართველოს შეიარაღებული ძალების მუშაობა NATO-ს შენაერთებთან ერთად, NATO-ს წვრთნებში საქართველოს გააქტიურებით.

განვიხილავთ NATO-ს სამხედრო-საწვრთნელი ცენტრის შექმნას საქართველოში, ასევე თბილისში სამეკავშირეო ოფისის გაფართოებას. ასე რომ, თქვენ დაინახავთ ძალიან კონკრეტულ ზომებს, რომელიც საქართველოს NATO-სთან უფრო მეტად დააახლოვებს", - აღნიშნა რასმუსენმა.

კომენტარები