ერკი ტუომიოას ვიზიტი

ღარიბაშვილი დღეს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ერკი ტუომიოას შეხვდა

facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ერკი ტუომიოას შეხვდა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე ისაუბრეს და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს.

"როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ფინეთი მიესალმება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარებას. მხარეებმა რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე, კერძოდ, უკრაინაში არსებულ კრიზისზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს. ასევე განიხილეს კულტურულ-საგანმანათლებლო და ეკოლოგიურ სფეროში თანამშრომლობის საკითხები. საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის გამო", - წერია პრესსამსახურის განცხადებაში.

კომენტარები