გიგი უგულავას საქმე

გიგი უგულავა ზურა ადეიშვილისა და გიორგი საბანაძის სკაიპით დაკითხვას ითხოვს

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას საქმის არსებითი განხილვა დასრულდა. თბილისის განვითარების ფონდის საქმეში გამოძიება თბილისის ყოფილ მერს 48 მილიონის გაფლანგვას ედავება.

პროცესზე უგულავამ სასამართლოსგან იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილისა და თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი საბანაძის სკაიპით დაკითხვა მოითხოვა.

უგულავა ამბობს, რომ ეს ადამიანების დაკითხვის შემთხვევაში დაამტკიცებენ იმას, რომ თბილისის განვითარების ფონდთთან დაკავშირებით, გიგი უგულავა უდანაშაულოა.

უგულავა წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ ეს ეპიზოდი ხელოვნურადაა შექმნილი.

კომენტარები