უკრაინის კრიზისი

Reuters: ევროკავშირი რუსეთის მხრიდან გაზის მიწოდების შეზღუდვისთვის ემზადება

blog.localbanya.com

Reuters-ის ინფორმაციით, ევროკავშირმა შესაძლოა საკუთარი გაზის რეზერვების ექსპორტი აკრძალოს და ბუნებრივი გაზის ინდუსტრიული გამოყენება შეზღუდოს. ეს იქნება ევროკავშირის საგანგებო ზომების მიღების ნაწილი, რათა დაცული იყოს საყოფაცხოვრებო გამოყენებისათვის აუცილებელი გაზის რეზერვი იმ შემთხვევაში, თუ კონტინენტს რუსული გაზის მიწოდება შეუწყდება. 

მთლიანად, ევროკავშირის ქვეყნების 40%-ზე მეტი დამოკიდებულია გაზპრომის მიერ მიწოდებულ გაზზე. განსაკუთრებით, სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნები. ბუნებრივი გაზის შემცვლელის მოძებნა კი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ნახშირისა და ნავთობის, - წერს Reuters-ი. 

საინფორმაციო სააგენტოს წყარო ატყობინებს, რომ ევროკომისია შეშფოთებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მდგომარეობით და ფიქრობენ, რომ თხევადი გაზის რეექსპორტი, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში ალჟირიდან და ყატარიდან შემოდის, შეიზღუდება, რადგან საგანგებო შემთხვევებში თხევადი გაზი ბუნებრივი გაზის საუკეთესო შემცვლელი იქნება. 

ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ოტინგერმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე განმარტა, რომ ევროკავშირი მზად არის რესურსების მიწოდების შესაძლო შეზღუდვისთვის და შემუშავებული აქვს სათადარიგო გეგმა იმ შემთხვევაში, თუ მოვლენები ყველაზე ცუდი სცენარით განვითარდება - რაც რუსეთის მხრიდან ბუნებრივი გაზის შეწყვეტას ან ევროკავშირის მიერ ბუნებრივ გაზზე სანქციის დაწესებას გულისხმობს. 

კომენტარები