გიგი უგულავას საქმე

სასამართლომ გიგი უგულავას დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავასა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის სასამართლო პროცესი დასრულდა. სასამართლომ გიგი უგულავას დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ადვოკატები იმ ექსპერტების მოწმის სახით დაკითხვას ითხოვდნენ, რომლებმაც რიყის გასხვისების საქმეზე აუდიტორული დასკვნა მოამზადეს და რიყის ტერიტორიის ღირებულება დაადგინეს. აღნიშნული დოკუმენტი საქმეს მტკიცებულებად წინა პროცესზე დაცვის მხარის მოთხოვნით დაერთო.

ადვოკატების მტკიცებით, დოკუმენტით დასტურდება, რომ რიყის ტერიტორიის ღირებულება მერიის მიერ გადახდილ ფასს ემთხვევა.

დაცვის მხარის შუამდგომლობას პროკურორები ეწინააღმდეგებოდნენ. მათი თქმით, დოკუმენტი არა სრულფასოვანი აუდიტორული დასკვნა, არამედ მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტია.

კომენტარები