საერთაშორისო კრიმინალი

პერუში რეკორდული რაოდენობის 8 ტონა კოკაინი ამოიღეს

შტეფან ვერმუტი / REUTERS

პერუს დედაქალაქში ლიმას აეროპორტიდან სამართალდამცავებმა ასაფრენად გამზადებული სატვირთო თვითმფრინავიდან 8.5 ტონა სუფთა კოკაინი ამოიღეს. აღნიშნული ფაქტი მსოფლიოში ნარკოტიკების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დაკავებაა, რომლის საერთო ღირებულება რამდენიმე მილიარდს შეადგენს.

პერუელი სამართალდამცავები თვეების მანძილზე იკვლევდნენ ნარკოტრაფიკის მარშრუტებს, რის შედეგადაც აღმოაჩინეს ევროპისკენ მიმავალი მარშრუტი. ნარკოტიკული ნივთიერებების მაღალი კონცენტრაციის გამო სამართალდამცავები უსაფრთხოების ნიღბებს ატარებდნენ. თვითმფრინავის მთელი ეკიპაჟი დაკავებულია.

აქამდე პერუში ნარკოტიკების ყველაზე დიდ დაკავებად 2002 წელს 6 ტონის ამოღება ითვლებოდა. პერუ და კოლუმბია კოკაინით ვაჭრობის უმსხვილესი ცენტრებია.
საქართველოში ნარკოტიკების უმსხვილესი ამოღება 2014 წლის ივლისში მოხდა რა დროსაც ამოღებულ იქნა 2 790 კგ თხევადი ჰეროინი.

კომენტარები