ახლო აღმოსავლეთი

ერაყელმა ჯიჰადისტებმა კიდევ ერთი ამერიკელი ჟურნალისტი მოკლეს

thetimes.co.uk

ამერიკელ ჟურნალისტს სტივენ სოტლოფს ერაყელმა ჯიჰადისტებმა თავი მოკვეთეს. ამის ამსახველი კადრები ტერორისტულმა ორგანიზაცია ISIS-მა (ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფო) ინტერნეტში გაავრცელა. სოტლოფი 2013 წელს სირიაში გაუჩინარდა, ის ჟურნალისტ ჯეიმს ფოლის თავის მოკვეთის ვიდეოში გამოჩნდა, რომელიც ჯიჰადისტებმა გასულ თვეს გამოაქვეყნეს. 

ფოლისთვის თავის მოკვეთის შემდეგ, სოტლოფის დედამ ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერს აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის შვილისთვის სიცოცხლის შენარჩუნება სთხოვა. 

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ალ-ყაიდას მოკავშირე ტერორისტულმა ორგანიზაციამ - ერაყისა და ლევანტის ისლამურმა სახელმწიფომ - ქვეყნის დიდ ნაწილი დაიკავა, მათ შორის, სიდიდით მეორე ქალაქი მოსული, ქალაქები ფალუჯა და ტიკრიტი. ისლამისტურმა დაჯგუფებამ სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე ისლამური ხალიფატის შექმნის შესახებ განაცხადა.

ხალიფატის თვითგამოცხადებულმა ლიდერმა აბუბაქრ ალ-ბაღდადიმ მთელი მსოფლიოს მუსლიმებს მიმართა, ახალ ისლამურ სახელმწიფოს ერთგულება შეჰფიცონ.

კომენტარები