კრიმინალი

კალაძე: სამართალდამცავებმა მეტი უნდა გააკეთონ კრიმინალთან ბრძოლაში

0 კომენტარი
ფოტო: ენერგეტიკის სამინისტრო

ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ კომენტარი გააკეთა. კალაძე ფიქრობს, რომ სამართალდამცავებმა უფრო მეტი უნდა გააკეთონ კრიმინალთან ბრძოლაში.

"მე ვფიქრობ, სამართალდამცავებმა კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთონ კრიმინალთან ბრძოლაში და მაქსიმალური სიმკაცრით უნდა იყოს დასჯილი ყველა ბოროტმოქმედი, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში. არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ქვეყანა ნულოვანი ტოლერანტობიდან, შიშის რეჟიმიდან ტერორიდან გამოვიყვანეთ და დამნაშავეებს ეძლევათ უფლება, რომ ასეთი დანაშაულები ჩაიდინონ. არავითარ შემთხვევაში. ყველა კრიმინალი, ყველა დამნაშავე მაქსიმალური სიმკაცრით კანონის ფარგლებში უნდა იყოს დასჯილი", - განაცხადა ვიცეპრემიერმა.

ლაშა მახარაძე სამშაბათს, 2 ოქტომბრის საღამოს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე ახალი დეტალები ცნობილი არ არის. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ეს არის ბოლო ერთი თვის განმავლობაში მომხდარი მეთორმეტე მკვლელობა, რომელიც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები