ფაბიო კაპელო

რუსეთის ფეხბურთის კავშირი უკვე სამი თვეა კაპელოს ხელფასს არ უხდის

bbc.co.uk

რუსეთის ფეხბურთის კავშირს ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის, ფაბიო კაპელოსთვის სამი თვეა ხელფასი არ გადაუხდია. ორგანიზაციამ იტალიელს ბოდიში მოუხადა, ინფორმაციას ამის შესახებ themoscowtimes.com ავრცელებს.

"ბოდიშს ვუხდით დაგროვილი ვალის გამო. ჩვენ ყველანაირ ძალას ვიხმართ იმისათვის, რომ დავალიანება რაც შეიძლება მალე დავფაროთ", - ციტირებს რუსეთის ფეხბურთის კავშირის პრეზიდენტის სიტყვებს სოვეტსკი სპორტი.

რუსეთის ნაკრებში ფაბიო კაპელო, ფორბსის ინფორმაციით, ხელფასის სახით 11 მილიონ დოლარს იღებს და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელია.

ამის მიუხედავად, მსოფლიოს უკანასკნელ ჩემპიონატზე მისმა გუნდმა წარუმატებლად იასპარეზა, ჯგუფიდან ვერ გავიდა და ერთი შეხვედრის მოგებაც ვერ შეძლო.

კომენტარები