17 მაისი

17 მაისის საქმეზე სასამართლო პროცესი კვლავ გადაიდო

The International Day Against Homophobia and Transphobia. 17 May 2013.
Dimitri Chikvaidze

ტაბულას რეპორტიორის ცნობით, 17 მაისის საქმის ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა უარი განაცხადა ბრალდებულის დაცვაზე, რის გამოც სასამართლო პროცესი კვლავ გადაიდო. მოსამართლე დავით მგელიაშვილმა ბრალდებულს ახალი ადვოკატის მოსაძებნად გონივრული ვადა მისცა. შემდეგი პროცესი ხუთშაბათს, 18 სექტემბერს, 16:00 საათზე ჩაინიშნა.

17 მაისის ძალადობრივი ქმედებების გამო სამების ტაძრის არქიმანდრიტს, მამა ანთიმოზ (თამაზ) ბიჩინაშვილსა და იოანე-თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენს, მამა იოთამ (ირაკლი) ბასილაიას ბრალი 161-ე მუხლის პირველი ნაწილით (შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფა) წაუყენეს. მუხლი, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ითვალისწინებს სასჯელს ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. ერთ-ერთ მღვდელს, ანთიმოზ ბიჩინაშვილს მოგვიანებით ბრალი მოეხსნა.

აქციის მონაწილე საერო პირთაგან ოთხი შსს-მ წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავა. სასამართლომ ისინი 100-ლარიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლა.

კომენტარები