კრიმინალი

ვანის რაიონში დედა და მცირეწლოვანი შვილი სამართებლითა და უთოთი აწამეს

თავდასხმა ვანში
რუსთავი 2

ვანის რაიონის სოფელ ფერეთაში არველაძეების ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმა მოხდა. ოთხმა უცნობმა პირმა 2 სექტემბერს, გვიან ღამით, სახლში მყოფი დედა და მცირეწლოვანი შვილი სამართებლითა და ცხელი უთოთი აწამა. 4 წლის ბავშვს კიდურებზე ცხელი უთო ფულის გამოძალვის მიზნით დაადეს.

„ცხრა საათი იყო, მეზობელთან ვიყავი გადასული. იქედან რომ წამოვედი, ეგრევე დავწექი. იქნებოდა სადღაც 20 წუთი გასული, რომ დამაჭირეს პირზე ხელი და სუნთქვა რომ შემეკრა, ამ სუნთქვის შეკვრის დროს გამომეღვიძა. რომ გამომეღვიძა, დავინახე პირბადიანი ახალგაზრდა პიროვნება და ასე მითხრა არ იყვიროო. რა გინდა-თქო?

რა მინდა და ფული მომეციო. მე ვუთხარი, ფული არა მაქვს-თქო. კიო, გაქვსო. რომ გავუძალდი ძალიან, არა მაქვს, არა მაქვს-თქო, მერე რაღაცნაირი ბრიტვა იყო თუ რა იყო, მე თვითონ ვერ დავინახე როგორც ასეთი, ფერჩატკები ეჭირა, ხო და მისმევდა სახეზე. მეუბნებოდა - ხომ გაქვს ფული, მომეციო. არა მაქვს-მეთქი - დამისმევს. კიდე ეს ერთი ხუთჯერ-ათჯერ გამიმეორა ასე", - განაცხადა დაზარალებულმა.

კომენტარები