კრიმინალი

შსს: დედისა და 4 წლის შვილის წამებაში ეჭვმიტანილი ორი პირი დაკავებულია

თავდასხმა ვანში
რუსთავი 2

ვანის რაიონში დედისა და მცირეწლოვანი შვილის სამართებლითა და უთოთი წამებაში ეჭვმიტანილი ორი პიროვნება დაკავებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ოთხივე პირის ვინაობა მომხდარიდან რამდენიმე წუთში დაადგინეს. მათგან ორი უკვე დაკავებულია, ერთ-ერთჳ მათგანი დაზარალებულის ნათესავია. გამოძიება ყაჩაღობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ვანის რაიონის სოფელ ფერეთაში არველაძეების ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმა მოხდა. ოთხმა უცნობმა პირმა 2 სექტემბერს, გვიან ღამით, სახლში მყოფი დედა და მცირეწლოვანი შვილი სამართებლითა და ცხელი უთოთი აწამა. 4 წლის ბავშვს კიდურებზე ცხელი უთო ფულის გამოძალვის მიზნით დაადეს.

კომენტარები