უელსის სამიტი

უელსის სამიტზე NATO-ს ლიდერები პოროშენკოს ხვდებიან

www.telegraph.co.uk

NATO-ს სამიტის დაწყების წინ მსოფლიო ლიდერები უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შეხვდებიან. უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის და ევროკავშირის ლიდერებთან ერთად პუტინის მიერ ინიცირებულ ცეცხლის შეწყვეტის გეგმას განიხილავს.

NATO-მ და გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთი გააფრთხილეს, რომ მასზე ზეწოლა გაიზრდება, თუ არ შეცვლის პოლიტიკას აღმოსავლეთ უკრაინის მიმართ. დასავლელი ლიდერების თქმით, მათ აქვთ საფუძვლიანი ეჭვი, რომ პუტინი აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებს აფინანსებს, რასაც რუსეთი მკაცრად უარყოფს.

გაეროს უკანასკნელი შეფასებების მიხედვით, კონფლიქტის შედეგად, აღმოსავლეთ უკრაინიდან მილიონზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირია.

NATO-ს ორდღიანი სამიტის მთავარი საკითხი უკრაინის კრიზისი იქნება.

კომენტარები