ქართული კინო

ესტონეთმა ოსკარებზე ზაზა ურუშაძის ფილმი, ”მანდარინები” წარადგინა

0 კომენტარი
ფოტო: boloblogi.wordpress.com

ოსკარების დაჯილდოებაზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე ესტონეთმა ზაზა ურუშაძის ფილმი ”მანდარინები” წარადგინა.

”მანდარინები” ქართულ-ესტონური პროექტია, რომელიც ევრიმაჟის დახმარებით შეიქმნა. დაფინანსების დიდი ნაწილი ესტონურმა მხარემ გაიღო და ოსკარზე წარდგენის უფლებაც სწორედ მათ დაიტოვეს. ”მანდარინები” აფხაზეთის ომის დროს, ერთ-ერთ სოფელში განვითარებულ მოვლენებზე მოგვითხრობს, სადაც ერთ ჭერქვეშ ომის ორი დაპირისპირებული მხარის წარმომადგენელი აღმოჩნდება.

რომელი ფილმი შეეცდება საქართველოს ოსკარებზე წარდგენას, კინოცენტრს ამაზე ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. ლევან კოღუაშვილის ”შემთხვევითი პაემნები”, თინათინ ყაჯრიშვილის ”პატარძლები”, გიორგი ოვაშვილის ”სიმინდის კუნძული” და მარიკა ქაცარავას ”ზღვარზე” - სწორედ ამ ფილმებიდან ერთ-ერთს შეარჩევს სპეციალური 11-კაციანი კომისია.

15 იანვარს ამერიკის კინოაკადემია იმ 11 ფილმის სიას გამოაქვეყნებს, რომლებიც საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისათვის განკუთვნილი ოსკარის მოსაგებად ერთ ნაბიჯს გადადგამენ და მცირე სიაში მოხვდებიან, შემდეგ კი საუკეთესოები ნომინაციას მოიპოვებენ.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ემზარ კვიციანი

კომენტარები