უელსის სამიტი

რასმუსენი: მოვუწოდებთ მსოფლიოს, დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს ავღანეთს

Atlantic Council

ISAF-ის სამშვიდობო მისია ავღანეთში წლის ბოლოს დასრულდება. თუმცა NATO ავღანეთში დარჩება, ქვეყნის სამხედრო ძალებს ტრენინგებს ჩაუტარებს და დამოუკიდებლად ფუნქციონირებაში დაეხმარება, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა უელსის სამიტზე პრესკონფერენციისას განაცხადა.

”ჩვენ მოვუწოდებთ დანარჩენ მსოფლიოს, ავღანეთის მომავალi სტაბილურობის შენებაში ჩართული დარჩეს და მხარი დაუჭიროს. ეს ჩვენი ყველას საერთო ინტერესია”, - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

რასმუსენმა დასძინა, რომ ავღანეთი აღარ არის უსაფრთხო თავშესაფარი ტერორისტებისთვის და ქვეყნის მოქალაქეების უმეტესობას აღარ სურს დაბრუნდეს ათი წლის წინანდელ ”ბნელ დღეებში”.

NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ავღანეთის სამხედრო ძალებს ფინანსურადაც დაეხმარება.

”მომავალი წლიდან NATO-ს მისია ავღანეთში იქნება არასაომარი სახის. ჩვენ გვჯერა, რომ ავღანეთის სამხედრო ძალებს შეუძლიათ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება. ჩვენ კი მათ წვრთნებითა და რჩევებით დავეხმარებით”, - განაცხადა რასმუსენმა. 

კომენტარები