ქალთა მიმართ ძალადობა

გაერო: ყოველი მეათე არასრულწლოვანი გოგო სექსუალური ძალადობის მსხვერპლია

ძალადობა ბავშვებზე
thelibertybeacon.com

გაეროს ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში დაახლოებით ყოველი მეათე არასრულწლოვანი გოგო სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. გაეროს ანგარიშში მსოფლიოს 190 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს მონაცემებიც მოხვდა. ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში ძალადობრივ სიკვდილს 95 000 ბავშვი ემსხვერპლა.

ყველაზე საგანგაშო ვითარება ცენტრალური აფრიკის რეგიონშია. კონგოში, უგანდასა და ტანზანიაში სხვადასხვა სახის ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანთა 60%-ზე მეტია. ასევე მძიმეა ვითარებაა ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში. სექსუალური ძალადობის განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩევიან არაბული ქვეყნები, განსაკუთრებით კი - ერაყი და იემენი, სადაც არ არის დაწესებული ოჯახის შექმნის მინიმალური ასაკი, რის გამოც ხშირად 12 წლამდე ასაკის გოგონებსაც ათხოვებენ. ამ "პატარძლებში" სიკვდილიანობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია.

გაეროს ანგარიშში ოჯახური ძალადობის სტატისტიკაც მოხვდა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში 02-14 წლამდე ბავშვების 20%-ს ოჯახში სცემენ.

კომენტარები