კრიმინალი

მთავრობის ადმინისტრაციასთან ჭიკაიძის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები
Wikimedia Commons

მთავრობის ადმინისტრაციასთან შინაგან საქმეთა მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის გადაყენების მოთხოვნით პარასკევს, 5 სექტემბერს არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოქალაქეებთან ერთად აქცია გამართეს. 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კრიმინოგენური სიტუაცია საქართველოში უმართავია და საჭიროებს ქმედით ნაბიჯებს. 

პრემიერმა ღარიბაშვილმა კრიმინოგენურ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება პარასკევს, 5 სექტემბერის მთავრობის სხდომაზე გააკეთა. საკუთარ განცხადებაში პრემიერმა შს მინისტრ ჭიკაიძეზეც ისაუბრა. 

"ის საქმიანობა, რასაც აწარმოებს ბატონი ჭიკაიძე, აი, სწორედ ეს არის დასაფასებელი. ისინი ცდილობენ, 24 საათის განმავლობაში ებრძოლონ კრიმინალს და, ამავდროულად, არ დაარღვიონ ადამიანის უფლებები. და ამას სჭირდება, მეგობრებო, დაფასება", - თქვა ღარიბაშვილმა. 

სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა, რომ აღსანიშნავია ტენდენცია მსუბუქი სასჯელების გამოყენებისა საკმაოდ მძიმე დანაშაულებთან შეფარდებით. მე ვფიქრობ, აქ მთლიანად საზოგადოების და ხელისუფლების სხვადასხვა შტოების პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს - ამბობს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი არსებულ კრიმინოგენურ სიტუაციაზე საქართველოში - ამბობს ნანუაშვილი.

იუსტიციის მინისტრმა ეკა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბარში დააანონსა კრიმინოგენური რუკის შექმნა.  

შეიქმნება ელექტრონული სტატისტიკური კრიმინოგენური რუკა, რომელზეც რაიონების, მუხლების და კატეგორიების მიხედვით შესაძლებელი გახდება შემოწმდება სად და რა ტიპის დანაშაული იქნება ჩადენილი - ამბობს წულუკიანი. 

კომენტარები