უელსის სამიტი

NATO: კონფლიქტების არსებობა ევრო-ატლანტიკური წევრობისთვის ხელისშემშლელია

თავდაცვის სამინისტრო

NATO-ს უელსის სამიტის დეკლარაციის 31-ე პარაგრაფში, სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში არსებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ მათი არსებობა რეგიონის მოქალაქეების ევრო-ატლანტიკური წევრეობისთვის ხელისშემშლელია.

"კონფლიქტების არსებობა განსაკუთრებული შეშფოთების საგანს წარმოადგენს, რადგანაც ზიანს აყენებს რეგიონის მოქალაქების შესაძლებლობას მიაღწიონ ევრო-ატლანტიკური საზოგადოების სრულ წევრობას" - ნათქვამია დეკლარაციაში.

ტაბულა ცდილობს მოიპოვოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი, - ნიშნავს თუ არა დეკლარაციის ტექსტში ამგვარი ჩანაწერის გაჩენა იმას, რომ საქართველო კონფლიქტის მოგვარებამდე ალიანსის წევრი ვერ გახდება.

კომენტარები