უელსის სამიტი

აპატურაი დეკლარაციაში კონფლიქტების ნაწილზე გაკეთებულ ჩანაწერს განმარტავს

NATO

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი NATO-ს სამიტის დეკლარაციაში კონფლიქტების ნაწილზე გაკეთებულ ჩანაწერს განმარტავს. მისი თქმით, დეკლარაციაში წერია, რომ გაჭიანურებული კონფლიქტები ძირს უთხრის რეგიონის მოქალაქეების შესაძლებლობებს, რათა მიიღონ მათი სრული პოტენციალი, როგორც ევროატლანტიკური საზოგადოების წევრებმა.

“ტექსტი შეგნებულად მიანიშნებს "მოქალაქეებზე": მათი გადაადგილების, ვაჭრობისა და კეთილდღეობის თავისუფალ შესაძლებლობებზე. ის შეგნებულად არ იყებებს ტერმინს "სახელმწიფოები", იმიტომ, რომ NATO არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ მესამე მხარეს შეუძლია, შეწყვიტოს გაფართოების პროცესი კონფლიქტის შექმნით ან გაყინვით. ასპირანტი ქვეყნები შეფასდებიან მათი რეფორმებით, თავიანთი და NATO-ს მზადყოფნით: უბრალოდ და მარტივად”, - წერს აპატურაი.

კომენტარები