ომი უკრაინაში

მედვედევი უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას არ გამორიცხავს

0 კომენტარი

რუსეთის პრემიერმინისტრი დმიტრი მედვედევი უკრაინისთვის რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან Ведомости-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მედვედევის თქმით, თუ უკრაინა ყირიმში ელექტროენერგიის მიწოდებას შეზღუდავს, მაშინ რუსეთი სიმეტრიულად იმოქმედებს.

“ჩვენ უნდა შევქმნათ რუსეთზე დამოკიდებული ავტონომიური ენერგეტიკა. იმის გათვალისწინებით, რომ ყირიმი ენერგოდეფიციტური ტერიტორიაა, ესეც შეიძლება პოლიტიკური თამაშის ნაწილად იქცეს. უკრაინის ცალკეული ნაწილებიც ენერგოდეფიციტურია და ენერგიას რუსეთისგან იღებს. იმას, ვინც ყირიმისთვის ენერგიის შეზღუდვის არც ისე ჭკვიანურ გადაწყვეტილებებს იღებს, ასევე უნდა ესმოდეს, რომ მოსალოდნელია სიმეტრიული ზომები“, - განაცხადა მედვედევმა.

ინტერვიუში მედვედევმა ქერჩის სრუტეზე ხიდის მშენებლობის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ხიდის არსებობა გაზრდის ყირიმსა და სევასტოპოლში სტუმრების რიცხვს.

„ხიდის მშენებლობის პროექტი ჯერ კიდევ ყირიმის ადრინდელი სტატუსის დროს არსებობდა. მაშინ ეს საერთაშორისო პროექტი იყო, ხოლო ახლა საშინაოა. ამ პროექტის რეალიზაციაზე ჩვენი ხალხის სიცოცხლეა დამოკიდებული“, - აღნიშნა მედვედევმა.

ინტერვიუში მედვედევი დასავლურ სანქციებსაც შეეხო. პრემიერმინისტრის თქმით,  სანქციები ვერ მოაგვარებს უკრაინის კრიზისს. მედვედევის აზრით, კრიზისის დასარეგულირებლად საჭიროა, რომ უკრაინა პუტინის მიერ ინიცირებულ სამშვიდობო გეგმას დაეთანხმოს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები