ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპი

ქეცბაია: 5 წელიწადია აქ ვარ და უკვე ყელში ამომივიდა

თემურ ქეცბაია
Tabula

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა, ევროპის 2016 წელს გასამართი ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი შინ, ირლნდიაასთან მარცხით დაიწყო (1:2). მატჩის შემდეგ, პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ. ლელოს ინფორმაციით, სპეციალისტმა კმაყოფილება არ დამალა ნიკოლოზ გელაშვილის თამაშით და განაცხადა, რომ შესაძლოა ორი მომდევნო შეხვედრის შემდეგ პოსტი დატოვოს.

"მოგება მეც მინდა. ძალიან კმაყოფილი ვარ გელაშვილით. გვსურდა, მცველების უკან მეტი ემოძრავა. დავალებები 99 პროცენტით შევასრულეთ, მაგრამ იმ 1 პროცენტის გამო დავისაჯეთ..."

"დავიღალე, მეც მაქვს ნერვები. 5 წელიწადია აქ ვარ და უკვე ყელში ამომივიდა. ეტყობა, დაწყევლილები ვართ. ღმერთი ზემოდან იყურება და ხედავს, რომ ვითარების უკეთესობისკენ შესაცვლელად ყველაფერს ვაკეთებ. ჩვენც გვინდა, ციდან ვარსკვლავები მოვწყვიტოთ, მაგრამ მიწაზეც ნორმალურად რომ ვერ ვდგავართ? 

შევხედავთ შემდეგ ორ შეხვედრას. თუ ორივეს წავაგებთ და ჯგუფიდან გასვლის შანსს დავკარგავთ, ავდგები და წავალ! ახლა რაღაც შანსი კიდევ არის", - განაცხადა თემურ ქეცბაიამ.

კომენტარები