ვირუსი EV 68

აშშ-ში ახალი ვირუსი EV68 გამოჩნდა

dailykos.com

აშშ-ის სამხრეთ და ცენტრალურ შტატებში ახალი ვირუსი გამოჩნდა. The Washington Post-ის ცნობით, ახალი ვირუსი უმეტესად არასრულწლოვნებს გამოუვლინდათ.

ვირუსის სახელია ენტეროვირუსი EV 68. აშშ-ის 11 შტატში აგვისტო-სექტემბრის მონაკვეთში EV 68-ით ინფიცირების 900-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

გასული 30 წლის განმავლობაში მისი მხოლოდ 26 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.

ვირუსის სიმპტომები თავდაპირველ ეტაპზე უბრალო გაციებას ჰგავს, ხოლო გართულებისას ინფიცირებულს ასთმური შეტევის მსგავსი ნიშნები აქვს. ვირუსის საწინააღმდეგოდ ვაქცინა ჯერჯერობით შექმნილი არ არის. ვირუსის ადრეულ ეტაპზე გამოვლენისას, მედიკამენტური მკურნალობით მისი განკურნება შესაძლებელია.

კომენტარები