სებასტიან კურცის ვიზიტი

9-11 სექტემბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სებასტიან კურცი ეწვევა

9-11 სექტემბერს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი სებასტიან კურცი ეწვევა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინსიტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზალკალიანის თქმით, ავსტრიელი დიპლომატი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან.

მინისტრის მოადგილის ცნობით, ავსტრიის საგარეო უწყების პირველ პირთან ერთად საქართველოში ბიზნესმენთა წარმომადგენლობითი დელეგაციაც ჩამოდის და ისინი მონაწილეობას მიიღებენ ქართულ-ავსტრიულ ეკონომიკურ ფორუმში.

ეკონომიკურ ფორუმს 10 სექტემბერს ავსტრიის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები გახსნიან.

კომენტარები