დალაი-ლამა

დალაი-ლამა: პუტინი თავისი ეგოცენტრიზმის დემონსტრირებას ახდენს

dawddle.com/

ტიბეტელი ბუდისტების სულიერმა ლიდერმა დალაი-ლამამ პუტინის მიმართ კრიტიკული განცხადებები გააკეთა.

როგორც დალაი-ლამამ გერმანულ ჟურნალ Die Welt-თან ინტერვიუში განაცხადა, პუტინი ხელისუფლებაში დიდი ხნის განმავლობაში იმყოფება და ეს მისი ეგოცენტრიზმის დემონსტრირებაა.

“ბატონი პუტინი ჯერ პრეზიდენტი იყო, შემდეგ პრემიერმინისტრი, შემდეგ ისევ პრეზიდენტი. ეს პუტინის ეგოცენტრული განწყობის - მე, მე, მე, დემონსტრირებას ახდენს. სწორედ ეს არის რუსული პრობლემების სათავე“, - განაცხადა დალაი-ლამამ.

დალაი-ლამა მიიჩნევს, რომ ჩინეთი და რუსეთი სხვადასხვა შემთხვევებია. ჩინეთისგან განსხვავებით, რუსეთი არ მიისწრაფის, გახდეს გლობალური პოლიტიკური სისტემის ნაწილი და მიიღოს საერთაშორისო პოლიტიკის წესები.

“როგორც ჩანს, პუტინი ცდილობს ახალი ბერლინის კედლის აშენებას, თუმცა ამავდროულად ზიანს აყენებს საკუთარ ქვეყანას“, - აღნიშნა ტიბეტური ბუდიზმის მიმდევრების სულიერმა ლიდერმა.

კომენტარები