ვენეციის კინოფესტივალი

ოქროს ლომის მფლობელი ”მტრედი იჯდა ტოტზე, ფიქრობდა ცხოვრებაზე” გახდა

ვენეციის 71-ე კინოფესტივალის მთავარი ჯილდოს ოქროს ლომის მფლობელი როი ანდერსონის ფილმი ”მტრედი იჯდა ტოტზე, ფიქრობდა ცხოვრებაზე” გახდა. 

შვედი რეჟისორის ცხოვრების ტრილოგიის დასკვნითი ნაწილი მეტაფიზიკური ნამუშევარია, რომელიც, როგორც თავად ანდერსონი ამბობს, განსხვავებული გზაა იმის სათქმელად, თუ რას ვაკეთებთ ადამიანები სინამდვილეში. 

ჟიურიმ ფრანგი კომპოზიტორის ალექსანდრ დესპლას ხელმძღვანელობით ვერცხლის ლომი და საუკეთესო რეჟისორისთვის განკუთვნილი ჯილდო ანდრეი კონჩალოვსკის ფილმისთვის ”ფოტალიონის თეთრი ღამეები” გადასცა. 

ჟიურის გრან პრის მფლობელი ოსკაროსანი რეჟისორი ჯოშუა ოპენჰაიმერი და მისი დოკუმენტური ფილმი ”მდუმარების მზერა” გახდა.

კომენტარები