შიხიაშვილის დანიშვნა

შიხიაშვილი ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის უფროსად დაინიშნა

news.ge

ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის უფროსად საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი ირაკლი შიხიაშვილი დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე გიორგი ფერაძე შეცვალა.

შიხიაშვილი აღნიშნულ თანამდებობას პრემიერმინისტრის ბრძანებით დაიკავებს.

აღსანიშნავია, რომ ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი 2013 წლის ნოემბრიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს აღარ ექვემდებარება და დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად მუშაობს.

კომენტარები